28 ნოემბერი 2024,   06:45
ვრცლად
ექსპრეზიდენტი საპატიმროში დღეს დედამ და შვილებმა მოინახულეს - მიხეილ სააკაშვილი შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს

შვილებმა და დედამ ექსპრეზიდეტი საკანში შესახლებიდან 11 დღის შემდეგ, დღეს პირველად მოინახულეს. შეხვედრიდან გამოსულმა ოჯახის წევრებმა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის ჯანრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრეს. გიული ალასანიამ მედიას უთხრა, რომ მისი შვილი შიმშილობას განაგრძობს და ეს მისი პრინციპული გადაწყვეტილებაა.

თავისუფლებას მიხეილ სააკაშვილი 30 ოქტომბრის არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვების შემდეგ ელოდება და ამომრჩევლებს მობილიზებისკენ მოუწოდებს. კიდევ ერთი წერილი ციხიდან ექსპრეზიდენტმა ადვოკატს გამოატანა. მიხელ სააკაშვილი საკუთარ მიმართვაში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასაც გამოეხმაურა.

"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს. 

მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა ექსპრეზიდენტს დამატებითი კვლევები მაინც უნდა ჩაუტარდეს. მიხეილს სააკაშვილის მოსანახულებლად პენიტენციურ დაწესებულებაში მისი პირადი ექიმიც მივიდა, თუმცა ნებართვის არქონის გამო შეხვედრა დღეს ვერ შედგა.

მიხეილ საააკშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ განცხადება პენიტენციურმა სამსახურმაც გაავრცელა. უწყებაში ექსპრეზიდენტის მდგომარეობის დამძიმებას კატეგორიულად გამორიცხავენ და ამბობენ, რომ ყველა სასიცოცხლო მაჩვენებელი ნორმაშია და ის მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

დღის ამბები