28 ნოემბერი 2024,   06:39
ვრცლად
დახურული ბაღები და დისტანციურ რეჟიმზე დაბრუნებული სკოლები - დგას თუ არა ქვეყანა მე-5 ტალღის ზღვარზე

ექიმების მოლოდინი არ გამართლდა. მეხუთე ტალღა, რომელიც დეკემბრის ბოლოს იყო მოსალოდნელი, უკვე იწყება. გასული ორშაბათის მაჩვენებლებთან შედარებით, დღეს ინფიცირებულთა რიცხვი 700-ით მეტია.

ვირუსის გავრცელების მასშტაბები რომ გაზრდილია, ამას დახურული სააღმზრდელო დაწესებულებებისა და დისტანციური სწავლების მეთოდზე გადასული სკოლების რიცხვიც ადასტურებს.

ქვეყნის მთავარ ინფექციონისტს აგვისტოს სცენარის განმეორება აშინებს. თენგიზ ცერცვაძეს მიაჩნია, რომ დამატებითი რეგულაციების დაწესება ქვეყნისთვის რთული და არასასურველი იქნება.

ეპიდემიის გავრცელების რისკები რომ მაღალია, ჯანდაცვის სამინისტროშიც ამბობენ. კლინიკები ისევ მობილიზებულია, გაიზარდა მძიმე პაციენტების რიცხვიც.

კლინიკების ნაწილში არც ერთი ადგილი თავისუფალი არ არის. ვირუსის შესაჩერებლად სერიოზული ბერკეტი, რომელიც ქვეყანას გააჩნია, ვაქცინაციაა. ექიმები ამბობენ, რომ თუ აცრების ტემპი არ გაიზრდება, მძიმე შედეგები გარდაუვალი იქნება.

 

 

დღის ამბები