28 ნოემბერი 2024,   06:50
ვრცლად
არის თუ არა შიდა პარტიული დაპირისპირება "ნაციონალურ მოძრაობაში" - მმართველი გუნდისა და ოპოზიციის პოლიტიკური შეფასებები

პრემიერ-მინისტრმა ექსპრეზიდენტს იმ ადამიანთა წრე შეახსენა, ვინც მას საქართველოში დაბრუნებაში არწმუნებდა. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ერთ-ერთი მათგანი ვანო მერაბიშვილია.

ამასთან, მმართველ პარტიაში იმაზეც საუბრობენ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ხელმძღვანელობაში ფარული ომი მიმდინარეობს. ნიკა მელიაც და მიხეილს სააკაშვილიც მათ შორის დაპირისპირებას კატეგორიულად უარყოფენ, თუმცა ჯერ კიდევ გუშინ, სააკაშვილის ყველაზე აქტიურმა მხარდამჭერმა თაკო ჩარკვიანმა მელია გააკრიტიკა და უსაყვედურა.

თანაგუნდელებთან ერთად დღეს მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად საპატიმროში მისი ყოფილი თანაპარტიელიც იმყოფებოდა, სალომე სამადაშვილი ექსპრეზიდენტის მიმართ პოლიტიკურ დევნაზე საუბრობს.

ოპოზიციის მხრიდან სააკაშვილის მიმართ პოლიტიკური მოტივით დევნაზე საუბარს "ქართული ოცნება" კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეებს უპირისპირებს.

მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ სასამართლოში მიმდინარე საქმეები და უკვე გამოტანილი განაჩენები მათთვის კითხვებს არ აჩენს.

ექსპრეზიდენტი რუსთავის მე-12 დაწესებულებაში უკვე 11 დღეა სასჯელს იხდის. საქართველოში 8 წლის შემდეგ დაბრუნებული მიხეილ სააკაშვილი თბილისში კონსპირაციულ ბინაში დააკავეს.

დღის ამბები