28 ნოემბერი 2024,   06:57
ვრცლად
ევროკავშირის მხარდამჭერი აქციები გაიმართა პოლონეთის 100-ზე მეტ ქალაქში

ევროკავშირის მხარდამჭერი აქციები გაიმართა პოლონეთის 100-ზე მეტ ქალაქში.

ქვეყნის დედაქალაქში, 100 ათასამდე ადამიანი გამოვიდა. მათი პროტესტის მიზეზი პოლონეთის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაა.

სასამართლომ დაადგინა, რომ ევროკავშირის კანონმდებლობის ძირითადი მუხლები, პოლონეთის კონსტიტუციასთან შეუთავსებელია. ამით ფაქტობრივად, უარყო ძირითადი პრინციპი, რომლის თანახმადაც, ევროკავშირის კანონს ეროვნულ კანონმდებლობაზე უპირატესობა აქვს.

აქციის მონაწილეები შიშობენ, რომ შესაძლოა, ქვეყანა ევროპული კავშირის წევრი აღარ იყოს.

დღის ამბები