მიხეილ სააკაშვილის საქმეებზე პროკურატურამ საერთაშორისო ექსპერტების დასკვნა გაასაჯაროვა. საგამოძიებო უწყების ცნობით, უცხოელი სპეციალისტების შეფასებით, ვალერი გელაშვილის ცემის, გაფლანგვისა და "ტელეიმედის" საქმეებზე მტკიცებულებები საკმარისი იყო მიხეილ სააკაშვილის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დასაწყებად.
პროკურორის განცხადებით, ექსპრეზიდენტის წინააღმდეგ აღძრულ საქმეებზე ექსპერტების რანგში მოწვეულები იყვნენ არა ერთი ქვეყნის გავლენიანი პირები.
"წარმოდგენილი მტკიცებულებები, რაც საფუძველი გახდა მიხეილ სააკაშვილის ბრალდებისთვის, ეს მტკიცებულებები გადაეცათ მოწვეულ ექსპერტებს, მათ დეტალურად შეისწავლეს და დასკვნაში ერთხმად ჩამოაყალიბეს, რომ საქმეში არსებული სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებებიდან მტკიცებულებები საკმარისია იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ გაგრძლედეს სისხლის სამართლებრივი დევნა. დასკვნაში ასე აღნიშნულია, რომ საქმე მაღალპროფესიონალურ დონეზეა გამოძიებული ადგილობრივი საგამოძიებო ორგანოების მხრიდან,"- განმარტავს პროკურორი არჩილ ტყეშელაშვილი.