28 ნოემბერი 2024,   06:43
ვრცლად
სააკაშვილის საავადმყოფოში გადაყვანაზე დღეს საუბარი არ იქნება - ექსპრეზიდენტის ექიმი

ოჯახის წევრები, ადვოკატები, პოლიტიკოსები და ოჯახის ექიმი - მიხეილ სააკაშვილის მნახველთა უმრავლესობა ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრობს. ახლა იმის გასარკვევად, ჩაუტარდა თუ არა პატიმარს ლაბორატორიული კვლევები, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სააკაშვილის პირადი ექიმი შევიდა. იქ იმყოფებიან ეკა ხერხეულიძე და სალომე სამადაშვილიც.

მიხეილ სააკაშვილის ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე აცხადებს, რომ ექსპრეზიდენტის საავადმყოფოში გადაყვანაზე საუბარი არ არის. 

"საავადმყოფოში გადაყვანაზე დღეს საუბარი არ იქნება. გუშინდელს მერე არაფერი არ უნდა შეცვლილიყო. მინდა ახლა ანალიზები გავიარო, სისხლის საერთო ანალიზზეა საუბარი,"-აცხადებს ნიკოლოზ ყიფშიძე. 

დღის ამბები