28 ნოემბერი 2024,   06:50
ვრცლად
საჯარო რეესტრი არ არის მშენებლობაზე ნებართვის გამცემი ორგანო - იუსტიციის მინისტრის განმარტება ბათუმში ჩამონგრეულ კორპუსზე 

საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის ფაქტზე გამოძიების მიმდინარეობის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა და იუსტიციის მინისტრმა ისაუბრეს. მათი თქმით, გამოძიება ყველა კითხვას გასცემს პასუხს, თუ რამ გამოიწვია 7 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ნგრევა.

ვახტანგ გომელაურის განცხადებით, არ არის გამორიცხული ბრალდებულთა წრე გაიზარდოს.

"სამი პიროვნება იცით, რომ პასუხისგებაში მიეცა. ვინ იყო ჩართული და ვინ არა, ამაზე მე ვერ ვისაუბრებ, არის გამოძიება და მას კურირებს გამომძიებელი და ზედამხედველი პროკურორი. ვერ ვისაუბრებ ვინ რა გააკეთა, ვინ რა ჩვენება მისცა. ყველაფერი თავისი მტკიცებულებებით წარუდგინეს სასამართლოს და მან წინასწარი პატიმრობა შეუფარდა,"- აღნიშნა გომელაურმა.

განმარტებები გაკეთდა იუსტიციის სამინისტროს მიერ გაცემულ დოკუმენტთან დაკავშირებითაც. იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, საჯარო რეესტრი ნებართვის გამცემი ორგანო არ არის. 

"საჯარო რეესტრი არ არის მშენებლობაზე ნებართვის გამცემი ორგანო, შესაბამისად, ყველა მსგავსი კითხვა საჯარო რეესტრთან დაკავშირებით არამართებულია. მიმდინარეობს გამოძიება და სწორედ გამოძიების ფარგლებში უნდა დადგინდეს ყველა დამნაშავე პირი, და, ბუნებრივია, დამნაშავე უნდა დაისაჯოს,"- განაცხადა ბრეგაძემ. 

დღის ამბები