წყალდიდობის შედეგად ჩინეთში 4 ადამიანი გარდაიცვალა და 2 მილიონამდე დაზარალდა.
გარდაცვლილები ერთ-ერთ რაიონში ჩამოწოლილ მეწყერს ემსხვერპლნენ.
წყალდიდობამ ქვეყნის 70 პროვინცია დააზარალა. დანგრეულია საცხოვრებელი სახლები. ასობით ათასი ადამიანი კი დროებით თავშესაფარშია გადაყვანილი.
სამაშველო სამუშაოებს გადაუღებელი წვიმა და ქარიშხალი აფერხებს.