ბრიუსელის ქუჩებში კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა. დემონსტრაციაზე ათი ათასობით ადამიანი გამოვიდა. აქციის ორგანიზატორი გარემოს დამცველი ორგანიზაციები იყვნენ.
დემონსტრანტები მსოფლიო ლიდერებისგან კლიმატის ცვლილებების შესაჩერებლად უფრო ქმედითი ნაბიჯების გადადგმას მოითხოვდნენ. მასშტაბური საპროტესტო აქცია გლაზგოში გაეროს კლიმატური ცვლილების კონფერენციის წინ გაიმართა. 12 დღიანი კონფერენცია 31 ოქტომბერს დაიწყება.