28 ნოემბერი 2024,   06:58
ვრცლად
აზერბაიჯანში საქართველოს საელჩოს შენობაზე სახელმწიფო დროშა დაუშვეს

აზერბაიჯანის საქართველოს საელჩოს შენობაზე სახელმწიფო დროშა დაუშვეს. 11 ოქტომბერს საქართველოს საელჩოში გაიმართა სამგლოვიარო ღონისძიება.

საქართველოს ელჩმა ზურაბ პატარაძემ, საელჩოს დიპლომატიური კორპუსის სახელით, სამძიმარი გამოუცხადა დაღუპულთა ოჯახებს.

"ბათუმში მომხდარმა ტრაგედიამ, დაამწუხრა სრულიად საქართველო. გამოვთქვამთ დიდ გულისტკივილს თითოეული გარდაცვლილის, დაღუპული ბავშვების გამო. ვუსამძიმრებთ მათ ოჯახებს და ვლოცულობთ მათთან ერთად.

მადლობელი ვართ ყველასი, ვინც საქართველოსთვის ამ მეტად მძიმე დღეებში, გულწრფელად იზიარებს ჩვენს გასაჭირს და გვიცხადებს სამძიმარს.

მადლობა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ხელისუფლებას და რიგით მოქალაქეებს თანადგომისა და 
ჩვენი დიდი მწუხარების გაზიარებისთვის," - განაცხადა საქართველოს ელჩმა.

ღონისძიებაში მონაწილეებმა, წუთიერი დუმილით, პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას.

დღის ამბები