მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი 239 მილიონს უახლოვდება.
106 დღიანი "ლოკდაუნის" შემდეგ, მილიონობით ავსტრალიელისთვის შეზღუდვები მოიხსნა. რეგულაციები მას შემდეგ შემსუბუქდა, რაც ქვეყანაში მოსახლეობის 70% ორივე დოზით აიცრა.
მოგზაურობაზე დაწესებული შეზღუდვები სრულად ვაქცინირებული პირებისთვის მოიხსნა მალაიზიაშიც. ინგლისში კი ვაქცინის "ბუსტერ" დოზებით აცრილთა რაოდენობამ 2 მილიონს გადააჭარბა.