28 ნოემბერი 2024,   06:49
ვრცლად
ავიაკატასტროფას რუსეთში 16 ადამიანი ემსხვერპლა - თათრეთში 11 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოცხადდა

რუსეთის დროით ათის 5 წუთზე L410 ტიპის თვითმფრინავმა აფრენიდან რამდენიმე წუთში ავიაკატასტროფა განიცადა. შემთხვევა თათრეთში, მენზელინკსთან მოხდა. როგორც ცნობილია, თვითმფრინავი აფრენის შემდეგ აეროდრომთან რამდენიმე კილომეტრში ჩამოვარდა. 

ამ დროისთვის კატასტროფის ადგილზე ექპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. მათ თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი ზუსტად უნდა დაადგინონ. წინასწარი მონაცემებით კი, ავიაკატასტროფის რამდენიმე ვერსიას განიხილავენ.

ერთ-ერთი ვერსიით, L410 ტიპის მსუბუქ თვითმფრინავს მარცხენა ძრავი გაეთიშა, რის გამოც შესაბამის სიმაღლეზე აფრენა ვერ მოახერხა და ამოტრიალდა. საგამოძიება უწყება კიდევ ერთ ვერსიაზე მუშაობას, რაც თვითმფრინავის გადატვირთვას უკავშირდება. როგორც ცნობილია, ბორტი 19 ადამიანზე იყო გათვლილი. თვითმფრინავში კი სულ 22 პირი იმყოფებოდა.

ცნობილია, რომ ბორტზე მყოფი ეკიპაჟის ორივე წევრი გამოცდილი პილოტი იყო. გარდაცვლილები და დაშავებულები პარაშუტით გადახტომისთვის ემზადებოდნენ. 4 მათგანი კი თვითმფრინავიდან პარაშუტით პირველად უნდა გადამხტარიყო.

რუსეთში ავიაკასტროფას 16 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაშავებულებს პირველადი დახმარება უკვე გაეწიათ, როგორც ცნობილია, მათი მდგომარეობა მძიმეა. თათრეთში კი, 11 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოცხადდა.

ავტორი: თიკო ცერცვაძე

დღის ამბები