28 ნოემბერი 2024,   06:36
ვრცლად
თბილისში 40 ბაღი დაიხურა, დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა 7 სკოლა და ცალკეული 90 კლასი - ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების დინამიკა კვლავ მზარდია

ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების დინამიკა მზარდია. სურათი ყოველდღიურად უარესდება და თუ მომდევნო კვირის განმავლობაში ეს ტენდენცია შენარჩუნდა, ეპიდემიოლოგები პანდემიის მეხუთე ტალღის დაწყების შესახებ განაცხადებენ. ეს ყველაფერი ხდება იმ ფონზე, რომ კვლავ საგანგაშოდ დაბალია იმუნიზაციის ტემპი. 

სასწავლო პროცესის დაწყებამ ეპიდემილოგიურ მდომარეობაზე გარკვეუწილად იმოქმედა. 5 დღეში, მარტო თბილისში 40 ბაღი დაიხურა, ვირუსი 22 პედაგოგს და 17 სააღმზრდელო დაწესებულების თანამშრომელს დაუდასტურდა, არიან ინფიცრებული ბავშვებიც.

ერთი კვირის მონაცემებით, დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა 7 სკოლა და ცალკეული 90 კლასი. თუ ინფიცრებულთა რაოდენობის ზრდა გაგრძლედება, ქვეყნის მთავარი ეპიდემიოლოგი არ გამორიცხავს, სააკორდინაციო საბჭოს გარკვეული რეკომენდაციის ამოქმედების მოთხოვნით მიმართონ.

 

დღის ამბები