28 ნოემბერი 2024,   06:42
ვრცლად
ცესკომ ხმების გადათვლის შედეგები შეაჯამა - კომისიის განმარტებით, 121 უბანზე მონაცემები მცირედით არის შეცვლილი, თუმცა ამას შედეგებზე ზეგავლენა არ მოუხდენია

10 ოქტომბრის მონაცემებით, ცესკომ ხმების გადათვლის შედეგები შეაჯამა. საერთო ჯამში საუბარია 812 საუბნო საარჩევნო კომისიიის შედეგებზე. მათივე ინფორმაციით, 121 უბანზე მონაცემები მცირედით არის შეცვლილი, თუმცა ამას შედეგებზე ზეგავლენა არ მოუხდენია. შემთხვევითი შერჩევის პრინციპით კი, 360 საარჩევნო უბანია გადათვლილი. 

პრობლემურ საარჩევნო უბნებზე ბიულეტენების თავიდან დათვლის ინიციატივით გამოვიდნენ ცესკოში ოპოზიციის წარმომადგენლები. მათი მოთხოვნაა, შერჩევითობის პრინციპით გადათვლილი უბნების გარდა, თავიდან დაიწყოს იმ უბნების გადამოწმების პროცესი, სადაც ბევრი ბათილი ბიულეტენი არსებობს. 

ხმების გადათვლის პროცესს აფასებენ პოლიტიკოსები. ოპოზიციაში ამბობენ, რომ "ქართული ოცნება" პროცედურას სათავისოდ იყენებს. მმართველი გუნდის წევრების განცხადებით კი, პროცესი გამჭვირვალეა და ოპოზიცია შდეგებს უნდა შეეგუოს.

2 ოქტომბრის არჩევნების შემაჯამებელ ოქმს საარჩევნო კომისია ერთი კვირის ვადაში გამოაქვეყნებს. 20 მუნიციპალიტეტში, არჩევნების მეორე ტური კი, 30 ოქტომბერს გაიმართება.

დღის ამბები