28 ნოემბერი 2024,   06:35
ვრცლად
მუნიციპალური უწყებები უფრო მეტად გააძლიერებენ პრევენციულ ღონისძიებებს - აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი

ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ჭარნალში ერთი ოჯახის 4 წევრი დაკრძალეს - ისინი ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაიღუპნენ. 

ამასთან, 26 მაისის ქუჩაზე, ე.წ. გლოვის კედელთან ხალხის ნაკადი არ წყდება. ისინი პატივს მიაგებენ დაღუპულების ხსოვნას. აქ იმყოფებოდნენ აჭარის მთავრობის წარმომადგენლებიც.

"საზოგადოებრივი ინტერესიც არის ძალიან მაღალი და შესაბამისად, გამოძიება იქნება ყოვლისმომცველი და დადგინდება ობიექტური ჭეშმარიტება. მუნიციპალური უწყებები უფრო მეტად გააძლიერებენ პრევენციულ ღონისძიებებს იმ კუთხით, რომ მსგავსი ტრაგედია სამომავლოდ ჩვენს ქალაქში და საერთოდ, ქვეყანაში არ მოხდეს. ეს არის ძალიან დამაფიქრებელი, მწარე მაგალითი, რომ სამომავლოდ პრევენციული ზომები განხორციელდეს,"- განაცხადა აჭარის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ცოტნე ანანიძემ. 

დღის ამბები