28 ნოემბერი 2024,   06:44
ვრცლად
ცესკოს ოპოზიციის წარმომადგენლების ინიციატივაა, მოხდეს ყველა იმ უბნის გადათვლა, სადაც ბევრი ხარვეზი დაფიქსირდა

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ოპოზიციის წარმომადგენლები პრობლემურ საარჩევნო უბნებზე ბიულეტენების თავიდან დათვლის ინიციატივით გამოვიდნენ.

მათი მოთხოვნაა, მოხდეს ყველა იმ უბნის გადათვლა, სადაც დისბალანსი და ბევრი ბათილი ბიულეტენი არსებობს.

ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, მხოლოდ იმ უბნებზე მოხდა გადათვლა, სადაც ნაკლები ხარვეზი იყო დაფიქსირებული.

დღის ამბები