28 ნოემბერი 2024,   07:01
ვრცლად
განვიხილეთ საქართველოს მზაობა, განახორციელოს აქტიური მედიაცია რეგიონში მშვიდობისა და განვითარების მეტი შესაძლებლობისთვის - ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრას სოციალურ ქსელ "ტვიტერში" ეხმაურება.

როგორც მთავრობის მეთაური წერს, სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე განიხილეს ახალი სამშვიდობო ინიციატივა და საქართველოს მზაობა, განახორციელოს აქტიური მედიაცია რეგიონში მშვიდობისათვის და განვითარების მეტი შესაძლებლობისათვის.

“სომხეთის რესპუბლიკაში ჩემი ვიზიტის ფარგლებში პროდუქტიული საუბარი მქონდა პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან. განვიხილეთ ორმხრივი თანამშრომლობა, სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვის ახალი სამშვიდობო ინიციატივა და საქართველოს მზაობა, განახორციელოს აქტიური მედიაცია რეგიონში მშვიდობისათვის და განვითარების მეტი შესაძლებლობისათვის”, - წერს ირაკლი ღარიბაშვილი.

დღის ამბები