28 ნოემბერი 2024,   06:53
ვრცლად
თუ მოზრდილი მოსახლეობის 80% აიცრება, ყოველდღიური შემთხვევების რაოდენობა 5-ჯერ, ხოლო სიკვდილიანობა 10-ჯერ შემცირდება - ბიძინა კულუმბეგოვი

ალერგოლოგ-იმუნოლოგ ბიძინა კულუმბეგოვის თქმით, კორონავირუსთან ბრძოლის წინააღმდეგ, ვაქცინაციის, პირბადის და სოციალური დისტანციის გარდა, ალტერნატიული რეცეპტი არ არსებობს.

კულუმბეგოვი კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ თუ მოზრდილი მოსახლეობის 80% აიცრება, ყოველდღიური შემთხვევების რაოდენობა 5-ჯერ, ხოლო სიკვდილიანობა 10-ჯერ შემცირდება.

"სანამ პანდემია მძვინვარებს ჩვენ ქვეყანაში და მთელ მსოფლიოში, ჩვენ ქვეყანაში განსაკუთრებული სიმძაფრით, აუცილებელია ვაქცინასთან ერთად მუდმივად გვახსოვდეს დისტანცია და პირბადის ტარების მაჩვენებელი.

წარმატებული ვაქცინაციის შემთხვევაში, თუ ეს იქნება მოზრდილი მოსახლეობის 80%, გვაქვს შესაძლებლობა ყოველდღიური ახალი შემთხვევების რაოდენობა მინიმუმ ხუთჯერ, გარდაცვალებული ადამიანების რაოდენობა ათჯერ შევამციროთ. ეს არის ერთადერთი გამოსავალი, რათა ჩვენ პანდემიის მართვის შესაძლებლობა და ბერკეტი ხელში გაგვიჩნდეს. სხვა გამოსავალი, მეტი რეცეპტი არც მსოფლიოს და არც ჩვენ ქვეყანას არ გააჩნია,"- აღნიშნავს ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი.

 

 

დღის ამბები