28 ნოემბერი 2024,   06:47
ვრცლად
ბათუმში, კორპუსის ნგრევის საქმეზე დაკავებულ 3 პირს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს

ბათუმში, კორპუსის ნგრევის საქმეზე დაკავებულ 3 პირს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით წარუდგინეს, რაც გულისხმობს სამშენებლო წესების დარღვევას, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა. დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ. 

შეგახსენებთ, რომ 8 ოქტომბერს ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზო ჩამოინგრა. ნგრევას 9 ადამიანი ემსხვერპლა, რომელთაგან 3 ბავშვია. საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ 3 პირი დააკავა.

დღის ამბები