28 ნოემბერი 2024,   06:58
ვრცლად
სანამ არ დაიდება ექსპერტიზის საბოლოო დასკვნა შენობის მდგრადობასთან დაკავშირებით, ეს ადამიანები დარჩებიან უსაფრთხო ფართში - ლელა სურმანიძე

ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებლის, ლელა სურმანიძის განცხადებით, ჩამონგრეული კორპუსის მცხოვრებლები  ალტერნატიულ ფართში იქამდე დარჩებიან, სანამ ექსპერტიზით კორპუსის დარჩენილი ნაწილის უსაფრთხოება არ დადგინდება. 

მისივე თქმით, მერიაში, ბინაში მიმდინარე კედლის ნგრევის სამუშაოებზე განაცხადი არ შესულა, შესაბამისად, რეაგირებაც ვერ იქნებოდა. 

"სანამ არ დაიდება ექსპერტიზის საბოლოო დასკვნა შენობის მდგრადობასთან დაკავშირებით, ეს ადამიანები დარჩებიან უსაფრთხო ფართში, ხოლო ექსპერტიზის დასკვნის მერე ვიმსჯელებთ რა მოხდება.

აწარმოებდა სარემონტო სამუშაოებს ბინის შიგნით. ასეთ სამუშაოებს არ ესაჭიროება ნებართვა მერიიდან. იმის თაობაზე, რომ რაიმე სხვა ტიპის სამუშაოები - კედლების ნგრევა და ა.შ. მიმდინარეობა, არც სატელეფონო, არც წერილობითი შეტყობინება არც მერიაში, არც მუნიციპალურ ინსპექციაში არ შემოსულა, აქედან გამომდინარე, არ ყოფილა არანაირი რეაგირება,"- აცხადებს სურმანიძე. 

შეგახსენებთ, რომ 8 ოქტომბერს ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზო ჩამოინგრა. ნგრევას 9 ადამიანი ემსხვერპლა, რომელთაგან 3 ბავშვია. საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ 3 პირი დააკავა.

კორპუსის ის ნაწილი, რომელიც ნგრევას გადაურჩა, კვლავ დალუქულია. 

დღის ამბები