28 ნოემბერი 2024,   06:51
ვრცლად
ნგრევის შედეგად გარდაცვლილი ერთი ოჯახის 4 წევრი შუახევში გადაასვენეს, დანარჩენ გარდაცვლილებს კი ბათუმში, ეკლესიაში დაასვენებენ

ერთი ოჯახის 4 წევრი, რომლებიც ბათუმში ნგრევას ემსხვერპლნენ, სოფელ შუახევში გადაასვენეს.

დანარჩენი 5 გარდაცვლილი ადამიანის ცხედარს კი, ბათუმში, წმინდა ბარბარეს ტაძარში დაასვენებენ. 

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, 7-სართულიანი შენობა ჩამოინგრა. კორპუსი 3 სადარბაზოსგან შედგებოდა, ჩამონგრეულია 1 სადარბაზო. აღნიშნულ კორპუსში 12 ოჯახი ცხოვრობდა. ნგრევა გუშინ, დღის, დაახლოებით, 12 საათზე მოხდა.

ტრაგედიას, ამ დროის მონაცემებით, 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

დღის ამბები