ავღანეთში, მეჩეთში მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.
ბოლო მონაცემებით, დაიღუპა 50 და დაშავდა 100-ზე მეტი ადამიანი. თავდასხმა ყუნდუზში, ერთ-ერთ მეჩეთში თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა.
ინციდენტი ყოველკვირეული პარასკევის ლოცვის დროს მოხდა. მომხდარი უკვე დაგმეს გაეროსა და ევროკავშირში.