28 ნოემბერი 2024,   06:39
ვრცლად
გამჭვირვალობა და სანდოობის გაზრდა - ცესკოს თავმჯდომარე კონკრეტული უბნების საარჩევნო უბნების ხელახლა გადათვლის ინიციატივით გამოვიდა

ცესკოს თავმჯდომარე საარჩევნო უბნების ხელახლა გადათვლის ინიციატივით გამოვიდა. 

მიუხედავად იმისა, რომ საოლქო კომისიებმა საჩივრების მიღება და განხილვა დაასრულეს, ცესკოს თავმჯდომარე, შედეგების საბოლოო შეჯამებამდე, კომისიის ხელმძღვანელებს კონკრეტულ რეკომენდაციას აძლევს, რომ მათი ინიციატივითა და დისკრეციული უფლებით გადაითვალონ იმ საარჩევნო უბნების შედეგები, სადაც წარდგენილი იყო შედეგების გადათვლის მოთხოვნით საჩივრები.

ცესკოს თავმჯდომარე ამბობს, მიზეზი პროცესის გამჭვირვალობისა და სანდოობის გაზრდაა.

მსგავსი ინიციატივით ცესკოს თავმჯდომარის ოპოზიციურმა მოადგილემაც მიმართა. 

თბილისის უბნების ხელახლა გადათვლა, სხვა საარჩევნო სუბიექტების მოთხოვნაცაა, რომლებიც საარჩევნო პროცესში მნიშვნელოვან ხარვეზებზე საუბრობენ. მათმა ნაწილმა საკუთარი ხმების დაცვა სასამართლოს გზითაც გადაწყვიტა.

უბნების გადათვლასთან დაკავშირებით სარჩელი პროკურატურაშიცაა წარდგენილი, რომლის ავტორიც "ნაციონალური მოძრაობაა".

არჩევნებიდან ზუსტად 1 კვირის შემდეგ 554 საარჩევნო უბნის შედეგია გადათვლილი.

დღის ამბები