28 ნოემბერი 2024,   06:58
ვრცლად
"მიშასთვის იქნება გზავნილი - ბრძოლა ბოლომდე" - მიხეილ სააკაშვილი მამა რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებასთან მივიდა

რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებასთან ყოფილი პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია-პერფორმანსი, ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებმა გამართეს.

"თავისუფლება მიშას" - სწორედ ეს იყო მთავარი გზავნილი ხელისუფლების მისამართით.

ექიმებმა, შიმშილობის მეცხრე დღეს, ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებითაც ისაუბრეს და თქვეს, რომ პატიმრობა მომავალში მისი ორგანიზმის კიდევ უფრო დასუსტებას განაპირობებს. აქციაზე იმყოფება მიხეილ სააკაშვილის მამაც:

"მიშასთვის იქნება გზავნილი - ბრძოლა ბოლომდე". მე გუშინ მას ცოტა სხვა მესიჯი გავუგზავნე და პასუხიც მივიღე - ჩემო ნიკა ძალიან პატივს გცემ,  მაგრამ შენ ჩემი ხასიათი იცი, მე ბოლომდე გავივლიო. მე მივმართავ და ვიდასტურებ, ბრძოლა ბოლომდე,"- განაცხადა მიხეილ სააკაშვილის მამამ ნიკოლოზ სააკაშვილმა. 

დღის ამბები