28 ნოემბერი 2024,   06:58
ვრცლად
ვუსამძიმრებ ოჯახებს, აღნიშნულმა ფაქტმა ცხადყო, რამდენად მნიშვნელოვანია სახელმწიფო რეგულაციების გამკაცრება - ნინო ლომჯარია

ბათუმში მომხდარ ტრაგედიას სახალხო დამცველი ეხმაურება. ნინო ლომჯარია გარდაცვლილთა ოჯახებს უსამძიმრებს და აცხადებს, რომ აღნიშნულმა ფაქტმა ცხადყო, რამდენად მნიშვნელოვანია სახელმწიფო რეგულაციების გამკაცრება. როგორც ომბუდსმენი აღნიშნავს, თითოეული მოქალაქის ვალია, არ იმოქმედოს მხოლოდ საკუთარი ინტერესებით, რაც რისკის ქვეშ დააყენებს მასაც და გარშემო მყოფებსაც.

"მინდა მადლობა გადავუხადო მაშველებს, რომლებიც 24 საათიან რეჟიმში მუშაობდნენ თითოეული სიცოცხლის გადასარჩენად - თქვენ გმირულ საქმეს აკეთებთ!"- აღნიშნულია სახალხო დამცველის განცხადებაში.

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, 7-სართულიანი შენობა ჩამოინგრა. კორპუსი 3 სადარბაზოსგან შედგებოდა, ჩამონგრეულია 1 სადარბაზო. აღნიშნულ კორპუსში 12 ოჯახი ცხოვრობდა. ნგრევა გუშინ, დღის, დაახლოებით, 12 საათზე მოხდა.

ტრაგედიას, ამ დროის მონაცემებით, 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

დღის ამბები