28 ნოემბერი 2024,   06:32
ვრცლად
სალომე ზურაბიშვილის თხოვნით, სვეტიცხოველში შეკვეთილი წირვა და პანაშვიდი აღევლინება

დღეს 23:30 საათზე, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში, საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის თხოვნით, საქართველოს ერთიანობისა და მშვიდობისათვის შეკვეთილი წირვა აღევლინება. 

"ლიტურგიის შემდეგ ჩატარდება პანაშვიდი, 8 ოქტომბერს ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა სულების საოხად, ასევე, აღევლინება პარაკლისი გარდაცვლილთა ოჯახის წევრებისა და ახლობლების, ბათუმის ტრაგედიის დროს დაშავებულების ჯანმრთელობისთვის," - ნათქვამია პრეზიდენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

დღის ამბები