28 ნოემბერი 2024,   06:41
ვრცლად
მაშველებმა მაქსიმუმი გააკეთეს, რის გამოც მადლობა მინდა გადავუხადო - ბათუმში სამძებრო სამუშაოები, სავარაუდოდ, დასრულდა

ბათუმში სამძებრო მუშაობა, სავარაუდოდ, დასრულებულია. აჭარის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს უფროსი ჯუმბერ ბათაძე აცხადებს, რომ მეხანძრე-მაშველები კოორდინირებულად მუშაობდნენ და მაქსიმალურად ჩაერთნენ სამუშაოებში. 

ბათაძე მადლობას უხდის სამაშველო ჯგუფებს მუშაობისთვის. 

"რეგიონებიდან დამატებითი მობილიზება იყო მეხანძრე - მაშველების. წინასწარ შესწავლილ იქნა ნანგრევებში მოყოლილი მოქალაქეების სავარაუდო ადგილმდებარეობა. სამუშაო რეჟიმი იყო სადღეღამისო ჩანაცვლებით . მაშველებმა მაქსიმალური გააკეთეს, რის გამოც მადლობა მინდა გადავუხადო მათ," - აცხადებს ჯუმბერ ბათაძე

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, 7-სართულიანი შენობა ჩამოინგრა. კორპუსი 3 სადარბაზოსგან შედგებოდა, ჩამონგრეულია 1 სადარბაზო. აღნიშნულ კორპუსში 12 ოჯახი ცხოვრობდა. ნგრევა გუშინ, დღის, დაახლოებით, 12 საათზე მოხდა.

ტრაგედიას, ამ დროის მონაცემებით, 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

დღის ამბები