28 ნოემბერი 2024,   06:40
ვრცლად
ქუჩა დაიკეტება, მშენებლები შეიკრიბებიან მერიაში და იმსჯელებენ, თუ რისი დემონტაჟი უნდა მოხდეს პირველ რიგში - ვახტანგ გომელაური

შს მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ბათუმში, შემთხვევის ადგილი გადაიკეტება. მანამდე კი, მშენებლები მიიღებენ გადაწყვეტილებას, პირველ რიგში რა ნაწილის დემონტაჟი უნდა მოხდეს. 

"ადგილზე პოლიციელები დარჩებიან, ეს ქუჩა დაიკეტება, რადგან ხალხმა არ იმოძრაოს. მშენებლები შეიკრიბებიან მერიაში და იმსჯელებენ, თუ რისი დემონტაჟი უნდა მოხდეს, პირველ რიგში. 

ზოგადად, უკანონო დაშენებები სერიოზული პრობლემაა მთელს საქართველოში, რომელიც ძალიან დიდ საფრთხეს წარმოადგენს. ეს ყველას პასუხისმგებლობაა, მათ შორის მოქალაქეების. ეს ხდება საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ,"- განაცხადა ვახტანგ გომელაურმა. 

დღის ამბები