28 ნოემბერი 2024,   06:54
ვრცლად
ჩვენი ვარაუდით, არცერთი დაკარგული აღარ არის და შესაბამისად, სამძებრო სამუშაოები შეჩერდება - ვახტანგ გომელაური

შს მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ნანგრევებიდან ყველა ადამიანი ამოიყვანეს და შესაბამისად, სამძებრო სამუშაოები შეჩერდება.

"პირველ რიგში, მინდა ოჯახებს მივუსამძიმრო. ძალიან მძიმე სიტუაციაა, 9 ადამიანია გარდაცვლილი. ჩვენი ვარაუდით, არცერთი დაკარგული აღარ არის და შესაბამისად, სამძებრო სამუშაოები შეჩერდება. მშენებლები ვარაუდობენ, რომ ადგილზე საფრთხე ისევ არის, ვინაიდან, შესაძლოა, კიდევ მოხდეს რაღაცის ჩამოშლა.

მომხდარს 2 ადამიანი გადაურჩა, გარდაიცვალა 3 არასრულწლოვანი, ერთია 7 წლის, მეორე წლისა და 3 თვის და მესამე 12 წლის. დანარჩენი გარდაცვლილები კი სრულწლოვანები არიან,"- განაცხადა ვახტანგ გომელაურმა. 

დღის ამბები