აეროპორტზე თავდასხმის შედეგად საუდის არაბეთში 10 ადამიანი დაშავდა. მეფე აბდულას სახელობის აეროპორტის ტერიტორიაზე, უპილოტო საფრენი აპარატიდან, ჭურვი ჩააგდეს, რის შედეგად აეროპორტის ფასადის მინები ჩაიმსხვრა.
ამავე ტერიტორიაზე კიდევ 1 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოვარდა.
ჯერჯერობით უცნობია, მოყვა თუ არა მსხვერპლი დრონის ჩამოვარდნას. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის აუღია.
ქვეყანაში ბოლო დროს მომხდარი თავდასხმების უმეტესობას იემენის ჰუსიტთა ძალებს უკავშირებენ.