28 ნოემბერი 2024,   06:33
ვრცლად
სამაშველო ოპერაცია ნანგრევებში მოყოლილი ბოლო ადამიანის პოვნამდე გაგრძელდება - თორნიკე რიჟვაძე

აჭარის მთავრობის ხელმძღვანელმა თორნიკე რიჟვაძემ მედიასთან საუბარისას განაცხადა, ბათუმში 26 მაისის ქუჩაზე მცხოვრები ადამიანები უსაფრთხო ადგილას არიან გადაყვანილი და სახელმწიფო მათ დაეხმარება.

რაც შეეხება ბათუმში მიმდინარე სამაშველო ოპერაციას, თორნიკე რიჟვაძის თქმით, ის მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება.

"უკვე 10 საათზე მეტია, ინტენსიურად მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია. მაშველებმა შეძლეს 2 ადამიანის ამოყვანა, რომლებიც გადაყვანილი არიან სპეციალურ სტაციონარულ დაწესებულებებში. ველოდებით ინფორმაციას მათი ჯანმრთელობის შესახებ. მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება ეს სამაშველო ოპერაცია.

ადგილზე იმყოფება შს მინისტრი და, რა თქმა უნდა, ბოლო ადამიანის პოვნამდე, რომელიც ამ ნანგრევებშია მოყოლილი, სამაშველო ოპერაცია იქნება გაგრძელებული.

ადამიანები, რომლებიც ცხოვრობდნენ ამ კორპუსში, ყველა გადაყვანილია უსაფრთხო ადგილას და სახელმწიფო, საქართველოს მთავრობა და ადგილობრივი ხელისუფლება გააკეთებს ყველაფერს, რომ დაეხმაროს ამ ადამიანებს და მათ ოჯახებს," - აცხადებს თორნიკე რიჟვაძე.

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, 7 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზო მთლიანად ჩამოინგრა. ადგილზე უკვე 10 საათზე მეტია მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია. მაშველებმა ნანგრევებიდან უკვე 2 ადამიანის ამოყვანა შეძლეს.

დღის ამბები