28 ნოემბერი 2024,   06:54
ვრცლად
გულის მუშაობა აღდგა, თუმცა მდგომარეობა უმძიმესია - ბოლო ინფორმაცია ნანგრევებიდან ამოყვანილ ქალზე

ბათუმში, ნანგრევებიდან საავადმყოფოში გადაყვანილი ქალის მდგომარეობა უმძიმესია.

"შემოყვანილია შოკური მდგომარეობით. ეს არის დამძიმება, რომელიც განვითარდა ხანგრძლივი ზეწოლის სინდრომისთვის დამახასიათებელი კლინიკური სურათი. შემოყვანილია ორმხრივი მიდრეაზით, გულის გაჩერებით, შოკის დარბაზში აღდგა გულის მუშაობა. ჩატარდა პირველადი კვლევა და პაციენტი გადაყვანილია რანიმაციულ განყოფილებაში. აქვს, ასევე, მრავლობითი მოტეხილობები, მათ შორის მენჯის ძვლის მოტეხილობები, შინაგანი ორგანოების დაჟეჟილობა. ამ ეტაპზე, მისი მდგომარეობა არასტაბილურია, ფასდება, როგორც უკიდურესად მძიმე. გულის გაჩერება ჰქონდა და შესაბამისად, კონტაქტური ვერ იქნებოდა,"- აცხადებს ექიმი. 

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, 7 სართულიანი შენობა ჩამოინგრა. 7 საათია მაშველები ნანგრევებში მობინადრეებს ეძებენ. ნანგრევებიდან ისმის მოქალაქეების ხმა, რომლებიც დახმარებას ითხოვენ.

მოჰყვა თუ არა ინციდენტს მსხვერპლი, ამის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება. ადგილზე სამაშველო ჯგუფი, სასწრაფო-სამედიცინო ეკიპაჟები და პოლიციაა მობილიზებული. 

დღის ამბები