28 ნოემბერი 2024,   06:38
ვრცლად
ნატოს სამხედრო კომიტეტის ორდღიანი ვიზიტი საქართველოში დასრულდა

ნატოს სამხედრო კომიტეტის ორდღიანი ვიზიტი საქართველოში დასრულდა. რეგიონისა და შავი ზღვის უსაფრთხოება, თავდაცვის ძალების რეფორმები და ნატოსთან თანამშრომლობის გაღრმავება. დღეს წინანდალში გამართულ პლენარულ კონფერენციაზე ნატოსა და საქართველოს უმაღლესი რანგის სამხედროებმა რეგიონში არსებული გამოწვევები განიხილეს.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამხედროებმა საქართველოს პროგრესს დასავლეთთან სწრაფვისკენ მაღალი შეფასება მისცეს. როგორც ნატოს წარმომადგენლებმა აღნიშნეს, პოლიტიკური პოლარიზაციის მიუხედავად, დასავლეთისკენ სვლა ის საკითხია, რომელშიც ქართველი ხალხი ერთსულოვანია.

ნატო-საქართველოს პარტნიორობა ასეთი ძლიერი არასდროს არ ყოფილა - ამ მთავარი გზავნილით იმყოფებოდა საქართველოში ალიანსის პირველი სამხედრო პირი საქართველოში. კომიტეტის თავმჯდომარემ ოფიციალური ვიზიტის დასასრულს თავდაცვის ძალებში უკვე განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები დადებითად შეაფასა და თქვა, რომ ყოველი ქართველი სამხედრო ნატოს სტანდარტებს ყოველდღიურად უახლოვდება.

კონფერენციის დასრულების შემდეგ გაირკვა, რომ საქართველო ნატოსთან თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადადის. ამასთან, დაიგეგმა ნატო-საქართველოს ახალი სწავლებებიც.

ნატოს უმაღლესი რანგის სამხედროები საქართველოში ორდღიანი ვიზიტით გუშინ ჩამოვიდნენ. კონფერენციის გარდა, ორმხრივი შეხვედრები გამართეს პრემიერთან და თავდაცვის მინისტრთან და ალიანსის მხრიდან საქართველოს ურყევ მხარდაჭერაზე გაამახვილეს ყურადღება. 

დღის ამბები