28 ნოემბერი 2024,   06:45
ვრცლად
საქართველო იმ 47 ქვეყანას შორის მოხვდა, რომელიც დიდმა ბრიტანეთმა წითელი სიიდან ამოიღო​

მიუხედავად არასახარბიელო შიდა ეპიდვითარებისა, საქართველო დიდი ბრიტანეთის წითელ სიაში აღარ იძებნება.

ეს იმის მანიშნებელია, რომ გაერთიანებულ სამეფოში ჩასული საქართველოს მოქალაქე აღარ გაივლის სავალდებულო 10-დღიან საკარანტინო პროტოკოლს.

ქვეყანაში შესაშვებად ბრიტანეთის მესაზღვრეები მხოლოდ ერთჯერადი პისიარ ტესტით დაკმაყოფილდებიან. ევროპის მასშტაბით გერმანია კი კიდევ ერთი სახელმწიფოა, რომელმაც ბუსტერ დოზას მწვანე შუქი აუნთო.

რთული ვითარებაა ავსტრალიაში, სადაც ყველაზე პატარა შტატში რეკორდულად მაღალი ინფიცირების მაჩვენებელი დაფიქსირდა.

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი კი კვლავ მოითხოვს, რომ იმუნიზაცია სავალდებულო გახდეს ყველა დასაქმებულისთვის ქვეყნის მასშტაბით.

დღის ამბები