28 ნოემბერი 2024,   06:52
ვრცლად
რა მოხდა ბათუმში და რა მიზეზით ჩამოინგრა საცხოვრებელი სახლი - პრემიერ-მინისტრი ამ დრომდე ადგილზე რჩება

პირველი, ვინც ოფიციალურად დაადასტურა, რომ ბათუმში სახლის ნგრევის მიზეზის ძირითადი ვერსია კორპუსში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებია, შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური იყო.

მან ასევე დაადასტურა, რომ ფართის მეპატრონე დაკითხვაზე ჰყავდათ, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს ადამიანი ნგრევის დროს არ იმყოფებოდა შენობაში.

დღესვე ჩაფრინდა ბათუმში პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელმაც თავი შეიკავა წინასწარ ვერსიებზე საუბრისგან. ირაკლი ღარიბაშვილი ამ დრომდე რჩება ბათუმში და აცხადებს, რომ პასუხი ყველა კითხვას გაეცემა.

სამაშველო ოპერაციაში, ამ დროისთვის, 300 მაშველი და შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელია ჩართული.

ისინი ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების გადარჩენას უკვე 8 საათზე მეტია ცდილობენ.

დღის ამბები