28 ნოემბერი 2024,   06:46
ვრცლად
ვინც ამოვიყვანეთ, სამედიცინო დაწესებულებაშია, 10-15 ადამიანია ახლა ნანგრევებში - თორნიკე რიჟვაძე

აჭარის მთავრობის ხელმძღვანელი თორნიკე რიჟვაძე აცხადებს, რომ სამაშველო ღონისძიებები გრძელდება და დაახლოებით, 10-15 ადამიანია ნანგრევებში მოყოლილი. 

"სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე მიმდინარეობს, რამდენიმე ადამიანი არის კონტაქტური. სამაშველო ოპერაციები გაგრძელდება, სანამ ბოლო მოქალაქე არ იქნება ნაპოვნი. 

ვინც ამოვიყვანეთ, სამედიცინო დაწესებულებაშია, 10-15 ადამიანია ახლა ნანგრევებში,"- აცხადებს თორნიკე რიჟვაძე. 

შეგახსენებთ, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზო მთლიანად ჩამოინგრა. ადგილზე სამაშველო და სასწრაფო დახმარების სამსახურები უკვე დაახლოებით 8 საათია მუშაობენ.

დღის ამბები