28 ნოემბერი 2024,   06:41
ვრცლად
"საქართველოში არჩევნების დღემ ჩაიარა მშვიდად, თუმცა მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის თანაბარი უფლებები არ იყო უზრუნველყოფილი" - მაიკლ გალერი

საქართველოში არჩევნების დღემ ჩაიარა მშვიდად, თუმცა მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის თანაბარი უფლებები არ იყო უზრუნველყოფილი - ამ სიტყვებით აფასებს ერთ-ერთ უკრაინულ გამოცემასთან ინტერვიუში 2 ოქტომბერს ჩატარებულ არჩევნებს ევროპარლამენტარი მაიკლ გალერი.

ადგილობრივ არჩევნებზე ევროპარლამენტის სადამკვირვებლო დელეგაციის ხელმძღვანელის თქმით, ყველა მხარე უნდა დარჩეს პარლამენტში, რათა ოპოზიციამ და მთავრობამ დიალოგის მისაღწევად სასამართლო რეფორმის საკითხზე იმუშაონ.

გალერი შარლ მიშელის შეთანხმებაზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ 43-პროცენტიანი ბარიერის პირობა დოკუმენტის მხოლოდ ერთი ასპექტი იყო, ამიტომ 19 აპრილის შეთანხმება ძალაში რჩება.

ევროპარლამენტარმა მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლის საკითხზეც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ ყოფილი პრეზიდენტის ჩამოსვლა მისთვის მოულოდნელი იყო. გალერი მიიჩნევს, რომ სააკაშვილის გამოჩენამ როგორც "ქართული ოცნების", ისე ოპოზიციის მობილიზება მოახდინა, რამაც ამომრჩეველთა აქტივობა გაზარდა. 

დღის ამბები