28 ნოემბერი 2024,   06:41
ვრცლად
მეორე კვირაა შიმშილობს, 12 კგ დაიკლო... - მიხეილ სააკაშვილი ციხეში ლიზა იასკომ მოინახულა

მიხეილ სააკაშვილი საპატიმროში უკრაინელმა მეუღლემ მეორედ მოინახულა - რადის დეპუტატი ლიზა იასკო თითქმის ორი საათი იმყოფებოდა სასჯელაღსრულების მეთორმეტე დაწესებულებაში.

როგორც საპატიმროდან გამოსვლის შემდგომ ლიზა იასკომ მედიასთან საუბრისას განაცხადა, მიხეილ სააკაშვილი შიმშილობას აგრძელებს და მისი ჯანმრთელობა კვლავ მძიმდება. ლიზა იასკოს თქმით, ექსპრეზიდენტმა 12 კილოგრამი დაიკლო.

"სამწუხაროდ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმდება. მეორე კვირაა უკვე შიმშილობს, 12 კილო დაიკლო, თუმცა მზად არის ბრძოლისთვის. ამ პროცესებს მთელი მსოფლიო აკვირდება, ყველა წუხს იმაზე, რომ ყოფილი პრეზიდენტი საქართველოში დააპატიმრეს. ეს ძალიან სამწუხაროა, უნდა ვიბრძოლოთ მის გასათავისუფლებლად და საქართველოს მომავლისთვის. მას ნამდვილად აქვს უკვე ტელევიზორი, ადევნებს თვალყურს მიმდინარე პროცესებს," - აცხადებს ლიზა იასკო.

დღის ამბები