28 ნოემბერი 2024,   07:38
ვრცლად
ძალიან მძიმე შემთხვევაა... ყველაფერი გაკეთდება მათ გადასარჩენად - რას ამბობს თორნიკე რიჟვაძე ბათუმში მომხდარ ინციდენტზე

აჭარის მთავრობის მეთაური ბათუმში განვითარებულ მოვლენებს - ძალიან მძიმე შემთხვევას უწოდებს. თორნიკე რიჟვაძის თქმით, ამ წუთებში ადგილზე დამატებითი ძალების მობილიზებაც ხდება, რათა ნანგრევებში მოყოლილი ადამიანები გადაარჩინონ. 

"ძალიან მძიმე შემთხვევაა, მაშველებმა ბავშვი გადაარჩინეს, მაგრამ კვლავ რჩებიან ნანგრევებში ადამიანები. შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სხვა დამატებითი ძალები იქნება მობილიზებული და ყველაფერი გაკეთდება მათ გადასარჩენად. მომხდარზე სრული ინფორმაცია არ გვაქვს,"- განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე 7 სართულიანი შენობა ჩამოინგრა. მაშველები ნანგრევებში მობინადრეებს ამ დრომდე ეძებენ. ნანგრევებიდან ისმის მოქალაქეების ხმა, რომლებიც დახმარებას ითხოვენ.  

დღის ამბები