28 ნოემბერი 2024,   07:40
ვრცლად
ბელგიაში დასაქმებულებმა შესაძლოა კვირაში მხოლოდ 4 დღე იმუშაონ 

ბელგიაში შესაძლოა დასაქმებულებმა კვირაში 3 დღე დაისვენონ. როგორც ბელგიის ეკონომიკის სამინისტროში განმარტავენ კორონავირუსმა სამუშაო გრაფიკი სრულად შეცვალა, 4 სამუშაო დღე კი დასაქმებულებს სამუშაო კვირის ორგანიზებაში მეტ თავისუფლებას მიანიჭებს.

იმის მიუხედავად, რომ დასაქმებულები დამატებით 1 დღე დაისვენებენ, ეს სამუშაო საათების რაოდენობაზე არ აისახება, რაც იმას ნიშნავს რომ მათ დანარჩენ დღეებში 9,5 საათი მოუწევთ მუშაობა.

როგორც ეკონომიკის სამინისტროში ამბობენ, აღნიშნულ ინიციატივაზე მსჯელობა მიმდინარეობს.

დღის ამბები