28 ნოემბერი 2024,   07:56
ვრცლად
ბრიტანეთმა საქართველო ე.წ წითელი სიიდან ამოიღო

ბრიტანეთმა საქართველო პანდემიის გამო შემოღებული ე.წ წითელი სიიდან ამოიღო. 11 ოქტომბრიდან გაერთიანებულმა სამეფოში საქართველოდან და კიდევ 46 ქვეყნიდან ჩასულ პირებს კარანტინის გავლა აღარ მოუწევთ, მათ გამგზავრებამდე 2 დღით ადრე მხოლოდ PCR ტესტის ჩატარება დასჭირდებათ.

დიდი ბრიტანეთის "წითელ სიაში" 7 ქვეყანა რჩება. მთავრობა მოგზაურობასთან დაკავშირებულ შეზღუდვებს სამ კვირაში ერთხელ განიხილავს. მომდევნო განახლება 28 ოქტომბერს გამოცხადდება.

დღის ამბები