28 ნოემბერი 2024,   07:43
ვრცლად
NATO-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე თავდაცვის მინისტრს შეხვდა

NATO-ს სამხედრო კომიტეტის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, კომიტეტის თავმჯდომარე თავდაცვის მინისტრს შეხვდა.

მხარეებმა თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმებსა და ნატოსთან სამხედრო თანამშრომლობის პრიორიტეტებზე ისაუბრეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელებისას მიღწეულ პროგრესზე.

საქართველო უკვე მეოთხედ მასპინძლობს ნატოს სამხედრო კომიტეტს. ვიზიტის ფარგლებში, ადმირალი ბაუერი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა. სამხედრო კომიტეტის წარმომადგენლები ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრსაც ესტუმრნენ.

დღის ამბები