28 ნოემბერი 2024,   06:40
ვრცლად
სახარება, სეფისკვერი და ნაკურთხი წყალი - პატრიარქის გზავნილი პატიმარ ექსპრეზიდენტს და მიხეილ სააკაშვილის უარი შიმშილობის შეწყვეტის თხოვნაზე

სახარება, სეფისკვერი და ნაკურთხი წყალი - პატრიარქმა ეს ყველაფერი დღეს საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ციხეში გაუგზავნა, თუმცა, მოოქროვილი ყდის გამო სახარება უკან, საპატრიარქოში დაბრუნდა.

პატრიარქის ლოცვა-კურთხევით დღეს ციხეში პატრიარქის მდივანი მიქაელ ბოტკოველი მივიდა. ამასთან, ექსპრეზიდენტის მონახულების რიგში დგანან: გიული ალასანია, სანდრა რულოვსი და შვილები.

მთავარი თემა მაინც სააკაშვილის შიმშილობაა. პატრიარქის თხოვნას შიშმილობის შეწყვეტასთან დაკავშირებით დღეს ექსპრეზიდენტმა უარით უპასუხა. 

დღის ამბები