28 ნოემბერი 2024,   06:59
ვრცლად
"ვეხმიანები ეუთო/ოდირის დასკვნას მოსამართლეთა წარდგენა-დანიშვნის შესახებ და საქართველოს ხელისუფლებას ეფექტური ქმედებებისკენ მოვუწოდებ" - მიშელ ბაშელეტი

გაეროს ადამიანის უფლებების საბჭოს 48-ე სესიაზე საქართველოს შესახებ მოხსენება წარადგინეს. გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა მიშელ ბაშელეტმა ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე, პანდემიაზე, უმცირესობის უფლებებსა და არჩევნებზე გაამახვილა ყურადღება.

მიშელ ბაშელეტი საქართველოს სასამართლოში მოსამართლეთა დანიშვნის პროცესის კონტექსტში ხელისუფლებას ეფექტური ქმედებებისკენ მოუწოდებს. 

"ვეხმიანები ეუთო/ოდირის ოფისის დასკვნას საქართველოს სასამართლოში მოსამართლეთა კანდიდატურების წარდგენისა და დანიშვნის პროცესის ასპექტების შესახებ. ამ კონტექსტში, ხელისუფლებას ეფექტური ქმედებებისკენ მოვუწოდებ. უნდა აღვნიშნო, რომ ადამიანის უფლებების დაცვის ოფისი მოკლებულია აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში დაშვების შესაძლებლობას. მიუხედავად ამისა, საბჭო აგრძელებს დაშვების მოთხოვნას. შეშფოთებას იწვევს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში "კოვიდ-19"-ის პანდემიის გაძლიერება, რაზეც ნეგატიურ გავლენას ახდენს ზოგი დისკრიმინაციული ქმედება,"- განაცხადა მიშელ ბაშელეტმა. 

დღის ამბები