28 ნოემბერი 2024,   06:52
ვრცლად
შესაძლოა, თუ არა კოვიდისა და გრიპის ვაქცინის ერთდროულად გაკეთება - გრიპის ვაქცინის 200 000 დოზა უკვე საქართველოშია

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის 200000 დოზა უკვე საქართველოშია. 

მისივე თქმით, ჯერ არ არსებობს რეკომენდაცია კორონავირუსისისა და გრიპის ვაქცინის ერთდროულად გამოყენების შესახებ და გარკვეული ვადების დაცვა ამ ორ ვაქცინას შორის საჭიროა. 

"გრიპის პანდემიის მოლოდინი არ გვაქვს, მაგრამ გრიპის გავრცელების თავიდან ასაცილებლად, მნიშვნელოვანია ვაქცინაცია, რომლის 200000 დოზა უკვე საქართველოშია. კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინისა და გრიპის ვაქცინის ერთად გაკეთების გამოცდილება არ არსებობს, თუმცა ცნობილია, რომ გარკვეული მწარმოებლები უკვე მუშაობენ კომბინირებულ ვაქცინაზე, სადაც ერთ ვაქცინაში იქნება კორონავირუსისა და გრიპის საერთო მექანიზმი. ჯერჯერობით ჩვენ დავიცავთ ინტერვალს, ამ ორ ვაქცინაციას შორის,"- განაცხადა თამარ გაბუნიამ. 

დღის ამბები