აფეთქების შედეგად ავღანეთში 7 ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა. აფეთქება ხოსთის პროვინციის ერთ-ერთ რელიგიურ სკოლაში მოხდა.
როგორც ცნობილია შემთხვევა ხელყუმბარის აფეთქებამ გამოიწვია. ინცინდენტთან დაკავშირებით სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
როგორც უცხოური მედია წერს აფეთქება შესაძლოა "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლებთან იყოს დაკავშირებული.