28 ნოემბერი 2024,   06:58
ვრცლად
12-დან 15 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში მხოლოდ ქრონიკული დაავადებების მქონე ბავშვებს აცრიან

იმუნიზაციის საბჭოს სხდომა დასრულდა - სპეციალისტებმა დღეს, სხვა საკითხებთან ერთად, 12-დან 15 წლამდე ასაკობრივი ჯგუფის ვაქცინაციაზე იმსჯელა. როგორც სხდომის დასრულების შემდეგ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა, ამ ასაკობრივ ჯგუფში მხოლოდ ქრონიკული დაავადებების მქონე ბავშვების რეკომენდაციას გასცემენ.

"მიუხედავად იმისა, რომ ევროპის ბევრმა ქვეყანამ დაიწყო უკვე ფართო ვაქცინაცია ამ ასაკობრივ ჯგუფში, ჩვენ, პირველ ეტაპზე, შევჯერდით 12-დან 15 წლამდე მხოლოდ ქრონიკული დაავადებების მქონე ბავშვებზე და ასევე აქაც იკვეთება ჯგუფები, ვისაც სჭირდება ხშირი მოგზაურობა, ან სხვა ქვეყანაში უკვე ჩაიტარა ვაქცინაცია და მეორე დოზა აქვს ჩასატარებელი საქართველოში დაბრუნების შემდეგ, მათი მოთხოვნები ინდივიდუალურად იქნება განხილული და დაკმაყოფილდება," - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

დღის ამბები