28 ნოემბერი 2024,   06:56
ვრცლად
გულწრფელად ვიტყვი, იზოლირებულ შემთხვევებში შესაძლოა იყოს გარკვეული ხარვეზები და დისბალანსი - ცესკოს თავმჯდომარე

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი ამბობს, რომ ხარვეზები და გარკვეული დისბალანსი შესაძლოა გამოვლინდეს, თუმცა ამის გამოსწორების გზებიც არსებობს:

"მინდა საზოგადოებისთვის ერთი მნიშვნელოვანი გარემოება განვმარტო, გულწრფელად ვიტყვი, რომ იზოლირებულ შემთხვევებში, შესაძლოა ადგილი ჰქონოდა გარკვეულ ხარვეზებს, მაგრამ ამ ხარვეზების გამოსწორების შესაბამისი გზები არსებობს. რისი ვადებიც უკვე გასულია, მაგრამ ყველას ჰქონდა შესაძლებლობა ესარგებლა ამ მექანიზმით. 

ე.წ. დისბალანსები არის ის ლეგიტიმური და ბუნებრივი შემთხვებები, რომელიც ძალიან ბევრ შემთხვევაში შეიძლება გვქონდეს. ასეთი ტიპის დისბალანსები რომ არ გვქონოდა ეგ იქნებოდა პრობლემა,"- განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა "ღამის კურიერში" საუბრისას.  

დღის ამბები