28 ნოემბერი 2024,   06:59
ვრცლად
უნდა ვიყოთ მზად მომენტისთვის, როდესაც პოლიტიკური გადაწყვეტილება მომწიფდება - დავით ზალკალიანი NATO-ში ​გაწევრიანების პერსპექტივაზე  

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი "ღამის კურიერის" ეთერში საქართველოს NATO-ში გაწევრიანების პერსპექტივაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ქვეყანას ამისთვის მზაობა სულ უნდა ჰქონდეს, რისთვისაც საჭიროა გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები, როგორც თავდაცვის სფეროში ასევე დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებაში. 

"ჩვენ არ უნდა შეგვაშინოს იმ განცხადებამ, რომ არ ვიცით როდის იქნება. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ჩვენი დღის წესრიგი, საქართველომ მუდმივად უნდა განახორციელოს ის რეფორმები, როგორიც არის თავდაცვის გაძლიერება, თავსებადობა NATO-სთან, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება.

უნდა ვიყოთ მზად, იმ მომენტისთვის, როდესაც პოლიტიკური გადაწყვეტილება მომწიფდება. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ძალიან მალე იქნება. 

2001 წელს, როდესაც ბალტიისპირეთის ქვეყნები NATO-ში გაწევრიანდნენ მაშინაც იგივე განცხადებებს აკეთებდნენ, მაგრამ გეოპოლიტიკური სიტუაცია ისე მალე შეიცვალა მზაობა იყო,"- აცხადებს ზალკალიანი.

დღის ამბები