28 ნოემბერი 2024,   06:51
ვრცლად
შესაძლოა, თუ არა მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირებაზე მსჯელობა - დავით ზალკალიანი უკრაინული მხარისთვის მიწოდებულ ინფორმაციაზე

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირებაზე საუბარი და მსჯელობა აბსურდულია, რადგან სამართლებრივად ეს დაუშვებელია. 

რაც შეეხება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას, სადაც ის ამბობს, რომ დიპლომატიურ დახმარებას გაუწევს მიხეილ სააკაშვილს, ამაზე ზალკალიანმა აღნიშნა, რომ მას ყველანაირი ინფორმაცია მიეწოდა საქართველოს მე-3 პრეზიდენტს როგორც დაკავებასთან დაკავშირებით, ასევე იმ საქმეებზეც, რაზეც მსჯავრდებულია.

"მასთან კომუნიკაცია პირადად არ მქონია, ეს მოხდა საელჩოს დონეზე. მათ დარეკეს საელჩოში და საელჩოს წარმომადგენელთან მოითხოვეს შეხვედრა. მათ უბრალოდ აინტერესებდათ, თუ რა პირობებში და როგორ მოხდა მისი დაკავება. მათ ამომწურავი ინფორმაცია მიეწოდათ ამ საკითხზე და მის ყველა საქმეზე, რაზეც მსჯავრდებულია. მზაობა არის, რომ თანამშრომლობა სამართლებრივ ჭრილში იყოს. რა თქმა უნდა, არანაირ ექსტრადიციაზე არ არის საუბარი. აბსურდია საერთოდ ამაზე მსჯელობა, იმიტომ, რომ სამართლებრივად ასეთი რამე გამორიცხულია. სააკაშვილი 4 საქმესთან დაკავშირებით არის მსჯავრდებული და აბსოლუტურად სამართლებრივად და სწორად მოხდა მისი დაკავება. ირკვევა, რომ მას დარღვეული აქვს საზღვრის კვეთაზე არამხოლოდ საქართველოს კანონმდებლობა, არამედ უკრაინიდანაც უკანონოდ არის გამოსული,"- განაცხადა დავით ზალკალიანმა. 

დღის ამბები